Thursday, May 24, 2012

                                         კონკურსი

                  " შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით"

  ტურზე იმუშავეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:                                         საკონტაქტო ტელეფონი:



ნინო სიმონიშვილი                                598145898

რუსუდან მწითური                               598266475

ეკა ჯამაგიძე                                          598196613

ხელმძღვანელი: გეოგრაფიის მასწავლებელი ციცინო ბექაური



        გამოყენებული მასალა:


ბესარიონ ჯორბენაძე  "ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში"

თენგიზ პატურაშვილი   "ისტორიული კახეთი"

ინტერნეტი

"გზამკლევი საქართველო"
                                           ტური 


დროის დეფიციტის გამო ვერ მოახერხეთ შორს წასვლა და დასვენება?!  ჩვენ გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ტურს ან ერთ დღიან ისტორიულ-კულტურულ ტურს. თბილისიდან არც თუ ისე შორს, სულ რაღაც 40 კილომეტრში თქვენთვის უცნობ მაგრამ ულამაზეს მხარეში. თქვენ აქ ნახავთ არამარტო ლამაზ ბუნებას არამედ გაეცნობით ადრე, შუა და გვიან შუა საუკუნეების ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. ამ მიწაზე განისვენებს ნაწამები არჩილ მეფის ცხედარი, რომელიც მისივე სახელობის ტაძარშია დაკრძალული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა უნდა მოინახულოს მისი სამარხი და ანთებული სანთლით პატივი მიაგოს მის უკვდავ ხსოვნას.
      ჩვენ გათვლილი გვაქვს ორ დღიანი სათავგადასავლო ტური კარვებში ღამის გათევით, ამიტომ არ არის საჭირო სატუმროში დაბინავება. დაინტერესებულ პირებს კი მივაწვდით ინფორმაციას, რომ დაბა სიონსი ფუნქციონირებს სასტუმრო "სიონი" და საოჯახო სასტუმროები.
      კვების ობიექტები: დაბა სიონსი არის კაფეები, სახაჭაპურე, სახინკლე, რესტორანი, თონე. სოფელ ორხევში სასადილო უგემრიელესი ტრადიციული კერძებით. სხვა სოფლებში ფუნქციონირებს სუპერმარკეტები.
        მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილება, დაბა სიონში ზაფხულის სეზონზე მუდმივად იმყოფება პოლიციის 2 თანამშრომელი, სხვა სოფლებში კი პოლიციის მიერ შემოვლითი შემოწმებები ხდება. ერწოს ტერიტორიაზე სოფელ ხევსურთსოფელში არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი, შესაბამისად ფუნქციონირებს ოთხი ადგილობრივი სამედიცინო ამბულატორია: ღულელების, ნაქალაქარ-ხევსურთსოფლის, სიონის და სიმონიანთხევის.
      საკომუნიკაციო საშუალებები: შესაძლებელია ინტერნეტის (მოდემით) და ნებისმიერ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის გამოყენება.
      ელექტრო გაყვანილობით უზრუნველყოფილია ყველა სოფელი. დაბა სიონში არის ღამის განათება სადაც მუშაობს ჰესი.
       ტრანსპორტი: ქალაქ თბილისის დიდუბისა და სამგორის ავტოსადგურებიდან გამოდიან მიკრო ავტობუსები სიონის მიმართულებით ( ზაფხულში ყოველ 2 საათში) (  მგზავრობის ღირებულება 5 ლარი)
       
     ჩვენ დავწერეთ 2 განსხვავებული ტური: სათავგადასავლო და ისტორიულ-კულტურული

                               2 დღიანი სათავგადასავლო ტური თბილისი-ერწო-ჟალეთი-თბილისი

                დღე I
     
8:00 სთ -გასვლა თბილისიდან - ცხვარიჭამიის გზით
10:00 სთ- არჩილის მონასტერი
11:30 სთ -გორშევარდენი
12:30 სთ- ჟალეთი
14:30 სთ- კვება
15:30 სთ - სოფელ საყდრიონის ეკლესია და მისი შემოგარენი
17:30 სთ-  დაბანაკება ივრის პირზე
20:00 სთ- კვება ( სოფელ ორხევის სასადილოში, სადაც სურვილის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ  ტრადიციულ კერძების მომზადებაში) .
22:00 სთ- კოცონთან მოეწყობა ფოლკლორული საღამო   


                   დღე  II

9:00 სთ - გასვლა დაბა სიონის მომართულებით
9:30 სთ - საუზმე სიონის კაფეში
10:30 სთ - თავისუფალი დრო
14:00 სთ - გასვლა სიონიდან
15:30 სთ - ბოჭორმის ციხე
16:30 სთ - შეხვედრა ადგილობრივ ეთნიკურ ოსებთან, მათი ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა დაგემოვნება
19:30 სთ - გასვლა თბილისის მიმართულებიტ გომბორის გზით



        ბიუჯეტი


ტრანსპორტი ( მიკროავტობუსი)----- 200 ლარი
კარვები  და  საძილე  ტომრები ( ქირაობა ) -----60 ლარი
მშრალი საკვები----- 40 ლარი  ( ერთჯერადი ჭურჭელი 10  ლარი)
კვება (ადგილობრივ სასადილოში)---- 70 ლარი
საუზმე კაფეში--- 50 ლარი
გიდის მომსახურება ------  40 ლარი
ჯამი---- 470 ლარი
კაცი-----47 ლარი.








                                                ისტორიულ-კულტურული ტური თბილისი-ერწო-ჟალეთი-თბილისი


9:00 სთ- გასვლა თბილისიდან გომბორის მიმართულებით
11:30 სთ -  ბოჭორმის ციხე
13:30 სთ - სოფელ საყდრიონის ეკლესია
15:00 სთ - არჩილის მონასტერი
16:00 სთ - კვება ბუნებაში
17:30 სთ - გორშევარდენი
18:30 სთ - ჟალეთი
19:30 სთ - გასვლა თიანეთის მიმართულებით




                                           ბიუჯეტი


მგზავრობა (მიკროავტობუსი) ------- 150  ლარი
კვება----- 50 ლარი ( ერთჯერადი ჭურჭელი 4 ლარი)
გიდი---- 30 ლარი
ჯამი-----234 ლარი
კაცი--- 23.4 ლარი

Tuesday, May 22, 2012











        სიონი



                  ბოჭორმის ციხე













   საყდრიონის ეკლესია



                                    გორშევარდენი

გორშევარდენზე არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები. კოშკი აშენებული არის XX-ის 80 წლებში.




              ჟალეთის ეკლესია





 
                 არჩილის მონასტერი
   
















თვალწარმტაცი ერწო


Friday, May 18, 2012

ერწო-თიანეთის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება


         ისტორიული კუთხე ერწო-თიანეთი მდებარეობს ივრის ხეობის ზემო წელზე და თანამედროვე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ეკუთვნის მცხეთა-თიანეთის რეგიონს. მისი ფართობია 906 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა14000 კაცი .
    მდ. ივრის ზემო წელი მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიანეთს და შემოფარგლულია: ჩრდილოეთიდან-თიანეთის, დასავლეთიდან-ქართლის, აღმოსავლეთიდან-კახეთისა და ცივ გომბორის ხოლო სამხრეთიდან კოტმანის ქედებით.
    თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება დუშეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახმეტის ხოლო სამხრეთიდან-მცხეთის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
     ერწო-თიანეთს აქვს საშუალო და მაღალ მთიანი რელიეფი. მას მხოლოდ სამხრეთ ნაწილში უკავიათ ვაკეების მცირე ფართობები ესენია: თიანეთის, სიონის და ერწოს ქვაბულები, რომლებიც დაკავშირებული არიან იორის (ლელოვან-ჯიხოს) ვიწრობით. ერწოსა და თიანეთის ქვაბულების ძირები ალუვიურ ვაკეებს წარმოადგენენ და მდებარეობენ საშუალოდ  ზ.დ. 1100 მ სიმაღლეზე. თიანეთის ქვაბულის სიგრძეა 12 კმ ხოლო სიგანე 4-5 კმ.
    სიონის ქვაბული წარმოადგენს ივრის ხეობის გაფართოებას, რომელიც გაჭიმულია სიგრძივად სს. საყარაულოსა და სიონს შორის მისი სიგრძეა 4.5 კმ სიგანე აღწევს 0.7-1.3 კმ. ამჟამ ქვაბულში შექმნილია ვრცელი ხელოვნური წყალსაცავი "სიონის ზღვის სახელწოდებით". სიონი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მაღალმა მდებარეობამ (ზდ) 1000 მ და სწორედ ამ წყალსაცავმა აქცია
   სიონს დაბლა, მდ. იორი იორს მარჯვენა მხრიდან აკრავს განედი მიმართულების ერწოს ტაფობი, იგი გაყოფილია მდ. აძეძით. ტაფობის სიგრძე ჩრდილო-დასავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აღწევს 10 კილომეტრს ხოლო სიგანე--6 კილომეტრს. ერწოს ვაკე გარშემორტყმულია 1200-1600 მეტრი სიმაღლის მთებით ესენია: ბოკორის წვერი, კუნტას სერი, საბადური, სათიბი, იკვლივი, ხინჩები და საყდრიონი.   
    თიანეთის რაიონის მთავარი მდინარეა იორი., რომელიც სათავე სიღებს მთა ბორბალოდან, მისი შენაკადებია: ხაშრულა, ქუსნო, აძეძი და სხვა. ისინი საზრდოობენ მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
     ამ რაონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით.  
     საქართველოს ნიადაგურ-გეოგრაფიოლი დარაიონების მიხედვით მდინარე ივრის ზემო წელის აუზი ხასიათდება მრავალფეროვნებით. გვხვდება ტყის ყავისფერი და ყომრალი, მდელო შავმიწისებრი და მთა-მდელოს ნიადაგები.
     მცენარეულობა წარმოდეგენილია თითქმის ყველა ფორმაციით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. გვხვდება: წიფლნარის,მუხნარის, ცხილნარისა და სუბალპური ტყეები, აგრეთვე სუბალპური და ალპური მდელოები, რაც ულამაზეს ბუნებას ქმნის.
    მდინარე ივრის ზემო წელის აუზში ძირითადად გვხვდება არალითონური სასარგებლო წიაღისეული.
    აღნიშნული რაიონის ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო მეცხოველეობის და მიწათმოქმედების განვითარებას.
                                       ტოპონიმი



    ერწოს ქვაბულის სახელწოდების წარმოქმნის შესახებ მრავალი აზრია გამოთქმული დაინტერესებულ მკვლევართა მიერ. მათ შორის საინტერესოდ ჩავთვალეთ გ. ბედოშვილის მოსაზრება. მისი თქმით, ერწოს ადგილობრივ მოსახლეობაში ყოფილა გავრცელებული ხალხური ეტიმოლოგია, რომლის მიხედვითაც ერწო "რწება", "ერწევა" ზმანურ პორმებს უკავსირდება: ამ ადგილას წინათ დიდი ტბა მდგარა, მის ნაპირებზე მაღალი ჩალა იზრდებოდა და ქარი  რომ დაუბერავდა, სულ ერთნაირად ერწეოდა.
    თ. პატურაშვილს მიაჩნია, რომ ამ ქვაბულს სახელწოდება მიღებული აქვს, არა მარტო იმის გამო, რომ აქ ქარი ჭაობის მაღალ მცენარეებს არწევდა, არამედ იმის გამოც, რომ მის დაჭაობებულ სანაპიროებზე და ყველგან, სადამდისაც ადამიანს თუ ცხოველს მისვლა შეეძლოთ , ეს ადგილები რბილი და მოძრავი იყო, რის გამოც, ტერფებს ქვეშ მიწა ირწეოდა და ძირითადად ამან განაპირობა ამ ქვაბულისათვის სახელწოდება "ერწო" მინიჭება.
     სახელწოდება "ჟალეთი" ქრისტიანული რელიგიის წიაღიდან არის წარმოქმნილი. ჟალეთი იგივე ჩელეთი, ვახტანგ გორგასალს მოხსენიებული აქვს, როგორც ედემი. ედემი კი ვიცით, რომ სამოთხის სინონიმია.
     ჟალეთი სულხან-საბას ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს შავ-მოწითალო ფერს, ე.ი მკრთალად განათებად ფერს; მარტივად რომ ვთქვათ ისეთ ფერს, რომლითაც განათებულია ედემი. "ჟალ" ტოპონიმის ძირი ფერის აღმნიშვნელი სიტყვაა, მას დაერთვის გეოგრაფიული ადგილის "ეთ" მწარმოებელი ნაწილაკი და მიიღება ტოპონიმი " ჟალეთი"
                                   თქმულებები


  თურმე ერწოს ტერიტორია დაფარული იყო წყლით, სადაც ცხოვრობდა გველეშაპი. ღვთის შვილებს ჰყავდათ ხარი, რომელიც ადიოდა გორშავარდნის მთაზე და კიოდა , ამ დროს ამოდიოდა გველეშაპი და იბრძოდნენ და ხარი და გველეშაპი.  ერთ დღეს უჯობნია ხარისთვის გველეშაპს. ღვთის შვილებს ალმასები შეუბიათ რქებზე ხარითვის, ასულა ხარი გორშავარდნის მთაზე და გველეშაპი დაუმარცხებია. გველეშაპი გაქცეულა სოფელ ნაქალაქის მხარეს, გაუნგრევია ჯებირი საიდანაც გავიდა წყალი და ეს ტერიტორია გაიწმინდა წყლისგან.
     ამის შემდეგ დასახლებულა აქ ხალხი, როდესაც უკვე მრავალი სოფელი გაშენდა მტერი  შემოსევია და მთლიანად გადაუწვიათ ყველა სოფლელი. გადამწვარა მთელი ერი, მას შემდეგ დაერქვა ამ ტერიტორიას ერწო ანუ ერი-იწო.


    ლომისა ყოფილა ღვთის შვილი ( წმინდანი), რომელსაც აუშენებია პატარა ეკლესია. ამ ადგის მტერი შემოსევია და გადაუწვამ ეს სოფლები,მაგრამ მომხდარა სასწაული, ლომისა ცეცხლიდან ამომხტარა და გადარჩენილა. თათრებს დაუჭერიათ იგი და თავის ქვეყანაში წაუყვანიათ. იმ წელს დაწყებულა მოუსავლიანობა და მრავალი უბედურება დასტეხია იმ ქვეყანას. შეწუხებული ხალხი მკითხავთან მისულა და თავისი უბედურების მიზეზი უკითხავთ. მკითხავს უთქვამს, რომ თქვენს ქვეყანაში ტყვედ ღვთის შვილი გყავთ, ისევ უკან წაიყვანეთ თავის ქვეყანაში და თან ერთი კურატიც გააყოლეთო, ამის შემდეგ თქვენი ქვეყანა დამშვიდდებაო. ხალხმა ლომისა თავის ქვეყანაში წამოიყვანეს და თან კურატი გამოაყოლეს. ყველა იმ ადგილს, სადაც ეს კურატი  დაისვენებდა ნიში ან ეკლესია იქნა აგებული შემდგომში. ერწოში საკმაოდ მრავლადაა ასეთი ადგილები ( სოფელ საყდრიონში, ვეძათხევა და ა.შ.).
                 მოკლე ისტორიული მიმოხილვა


       ისტორიული წყაროების მიხედვით, ივრის ხეობის ზემო წელი წაროადგენდა თავდაპირველი კახეთის ნაწილს.
           ივრის ზემო წელში დამოწმებულია სამი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკური განვითარებით მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.
           ერწოს ქვეყანა მოიცავდა საკუთრივ ტაფობს და მისი აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიას ბოჭორმამდე, მაგრამ მ.ბერძენიშვილის შენიშვნით ეს მოვლენა უფრო გვიანი ხასიათისაა, ხოლა თავდაპირველად ერწო მხოლოდ ტაფობს უნდა რქმეოდა.
          ჟლეთის ქვეყნის მდებარეობა სავარაუდოა ივრის ხეობაში დაბა სიონიდან ჩრდილოეთით ბოკონამდე., ხოლო თიანეთის ქვეყანა მოიცავდა თიანეთის სანახებს არტნის ჩათვლით. "ჟალეთის ქვეყანა" არა მარტო გეოგრაფიულ მხარედიწოდებოდა, არამედ არსებოდა "ქვეყანაში" ქალაქი ჟალეთიც, რომელსაც ანტიკურ ხანაში "ბერი" ხოლო მოგვიანებით " ჩელეთი" ერქვა. "ჩელეთი" გაიგივებული არის ჟალეთთან. მეფე მირიანის დროს  საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების დაწყებისთანავე ერწო-თიანეთი მოექცა წმინდა ნინოს  ქრისტიანული საგანმანათლებლო მოღვაწეობის სფეროში.
       "ჟლეთის ქვეყნის" პოლიტიკური ცენტრი მდებარეობდა თანამედროვე სიონისა და ზღვის ადგილას.  მდინარე არაგვის ხეობიდან ერწოში გადმოსული წმ. ნინო "დადგა ჟალეთს, დაბასა ედემისა, და ნათელ სცა ერწუ-თიანელთა". მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა აქ აღაშენა ეკლესია "კეთილშუნიერი, გუმბათიანი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერგისა".
        სავსებით შესაძლებელია ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული ეკლესიად მივიჩნიოთ ივრის სიონში გათხრილი ბაზილიკა, რომელიც მხატვრულ-სტილისტური ანალიზისა და წერილობით წყაროების საფუძველზე V საუკუნის  II ნახევრითაა დათარიღებული. წყალსაცავის ავსებამდე დაშალეს და თბილისის ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში გადამოითანეს ბაზილიკა, თუმცა წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრად დაკლების დროს  ეკლესიის ჯვარი ჩანს.
        ივრის ხეობის დაწინაურებას გვიან ანტიკურ-ადრეშუა საუკუნეებში ხელი შეუწყო იმ ვითარებამ, რომ ერწო-ჟალეთზე გადიოდა ერთ-ერთი განშტოება სავაჭრო გზისა, რომელიც ქართლს აერთებდა კავკასიის ალბანეთთად და სომხეთთან.
        ჟალეტი ისტორიული კახეთის პოლიტიკური და კულტურის ცენტრის სახით არსებობს V საუკუნის გარკვეულ წლებამდე. ისტორიული კახეთის ცენტრად გადაიქცა უჯარმა. მიუხედავად ამისა ჟალეთი კვლავ რჩება საეპისკოპოსოდ ერწო-თიანეთის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეტისა და ხერკისათვის ( კახეთისთვის), ანუ ჟალეთი კვლავ რჩება იდეოლოგიურ ცენტრად.
       VIII-IX საუკუნეებში საშინაო და საგარეო ფაქტორების ზემოქმედებით ქალაქი უჯარმა კარგავს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის ფუნქციას.
        კახეთის სამთავროს ცენტრი  X საუკუნეში ჯერ ბოჭორმაშია საგულისხმებელი, ხოლო შემდეგ XI საუკუნის დასაწყისში მცირე ხნით თიანეთშია გადატანილი კერძოდ ბოდოჯაში. მაგრამ XI  საუკუნის 20-იან წლებში სხვადასხვა პოლიტიკური ვითარების გამო კახეთის სამთავრომ იცვალა თავისი რეზიდენცია და გადავიდა ალაზნის ველზე- თელავში, ამ ფაქტმა გამოიწვია ალაზნის ველის ეკონომიკური აღზევება და ივრის ხეობის - დაკნინება. ერწო-თიანეთი იქცა კახეთის პროვნციად. ამის შემდეგ ერწო-თიანეთი ხშირად ხდება საცილობელი ტერიტორია კახეთის სამეფოსა და არაგვის საერისთავოს შორის.
        XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში მტრების გაუთავებელმა თარეშმა დიდი ზიანი მიაყენა ერწო-თიანეთსაც.
        გვიან შუა საუკუნეებში ერწოს მოსახლეობა, შევსებული ფშავ-ხევსურეთიდან მიგრირებული მოსახლეობით, ძირითადად სახლობდა ტაფობის მიმდებარე გორებზე, სადაც შემორჩენილია: ნასოფლარები, ხატები, სამაროვნები.
                                           ბოჭორმა


  სოფელ ბოჭორმის ტყით დაფარულ მაღალ მთაზე აგებულია ბოჭორმის ციხე. ეს ციხე გამოირჩევა თავისი ბუმბერაზობით, გეოგრაფიული მდებარეობით და ნაგეებობათა სიდიადით.
       ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი ქართლის მეფე ქართლოსის ცოლს აუგია და იმ დროისათვის, როგორც ყველაზე უფრო ძლიერ მაგარი ციხისათვის, მასვე მისთვის " დედა ციხე" შეურქმევია. ვახუშტის მიერ მოწოდებული ეს ცნობა რამდენად სარწმუნოა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ეს ციხე-სიმაგრე მრავალ ციხე-სიმაგრეთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი ციხე ნაგებობა იყო. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ, როცა არაბებმა უჯარმის ციხის დაცემით შეშინებულმა ბოჭორმის მეციხოვნეებმა დატოვეს უბრძოლველად. არაბებს უბრძოლვველად მიტოვებული ციხე რომ უნახავთ , გაკვირვებიათ და უთქვამთ: "უჯარმა ამასთან ბაკი ყოფილაო", იქ ბრძოლა გაგვიმართეს ამათ კი უბრძოლველად დატოვეს ესოდენ ძლიერი ციხეო. ბოჭორმის ციხის აგება დათარიღებულია X საუკუნით. ბოჭორმის ციხეში არის იმ დროისათვის დამახასიათებელი შესანიშნავი სტილის წმინდა გიორგის ეკლესია.ეკლესია გეგმით ექვსაბსიდიანია, ცენტრალური გუმბათით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმი და ქვიშა ქვა. წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია X-XI  საუკუნეებით, შემორჩენილია XI-XII საუკუნის მოხატულობა.
                                  ჟალეთის ეკლესია


    ადრინდელი ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უნდა ითქვას,რომ "ივრის ზემო წელის საეკლესიო ხუროთმოძღვრულ ძეგლებს შორის შეიძლება გამოიყოს სიონისა და ჟალეთის სამთავიანი ბაზილიკები და ბოჭორმის ციხის გუმბათიანი ეკლესია.
        ჟალეთისა და სიონის ეკლესია მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ ერწო-თიანეთში  ერთ-ერთი პირველი ნაგებობანი არიან  და  ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშები ჩვენს კუთხეში. საინტერესოა იმითაც, რომ ეს ძეგლები საქართველოში, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში აგებულ ეკლესიებთან ერთად ღირსსაცნობ ეროვნული კულტურის ნიმუშებს წარმოადგენენ.  სიონის ეკლესიის აგების თარიღი დადასტურებული არ არის  სავარაუდოდ აგებული უნდა იყოს V საუკუნის მეორე ნახევარში, ასევე არის მოსაზრება, რომ ეკლესია აგებულია VIII-IX საუკუნეში. რაც შეეხება ჟალეთის ბაზილიკას, რომელიც ყოფილ სოფელ საყარაულოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისიდან თიანეთში მომავალი გზის ახლოს მდებარეობს, რომელსაც დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსასვლელი. ეკლესიის გეგმა წარმოადგენს ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედს , რომელიც შიგნით, ბურჯების ორი წყვილით დაყოფილია სამ ნაწილად. შუა უფრო განიერი ნავი აღმოსავლეთით  ნაწილში  მთავრდება ნახევარწრიული აბსიდით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთ და სამხრეთ მხრიდანაა. ეკლესია აგებულია რიყის ქვის წყობით, ხოლო დეკორატიულ-კონსტრუქციულ ელემენტებში გამოყენებულია შირიმი. აღმოსავლეთ ბურჯებს შორის შემორჩენილია ექვსკუთხედი კვარცხლბეკი ჯვრისთვის. გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა ქვის სანათლავი, რომელიც შემკულია რელიეფური გამოსახულებებით. თავისი ხუროთმოძღვრულ-სტილისტური ანალიზით ეკლესია IX-X საუკუნეს მიეკუთვნება. საგულისხმოა ისიც, რომ ჟალეთის ეკლესია დაკავშირებულია წმინდა ნინოს მოღვაწეობასთან. ივრის ხეობაში, ჟლეთში აგებული იყო საქართველოს ერთ-ერთი პირველი ეკლესია. ეს ეკლესია შესაძლოა იყოს ს. სიონის სამნავიანი ბაზილიკა, მდ. ივრის მარცხენა ნაპირას, რომელიც დაფარა სიონის წყალსაცავმა.
           საყდრიონის წმ.გიორგის ეკლესია


        სოფელ საყდრიონის ცენტრში მდებარეობს ადრე-შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. იმ დროს თურმე აქ იყო გაუვალი ტყე, სადაც დიდი რაოდენობით იყო ირმის ჯოგი, რომლებიც ამ წმინდა ადგილას იყრიდნენ თავს. გადმოცემის მიხედვით ეკლესია ნაშენებია ირმის რძით მოზელილი თიხით.
      საყდრიონის წმ. გიორგის ეკლესია შედგება სხვადასხვა დროს აგებული 3 ნაგებობისგან. შუა დაბალი შენობა  V-VI საუკუნეების დროინდელია. მას მიშენებული აქვს გვიან შუა საუკუნეებში დარბაზული ეკლესია, ხოლო XVI საუკუნეში -- ორ სართულიანი სამრეკლო. ადრე შუა საუკუნეების აშენებულ სამხრეთ შჶსასვლელის თაღში მოთავსებულია ჯვრის მცირე გამოსახულება გატოტვილი ბოლოებით. აბსიდში, ტრაპეზის ქვის დასავლეთ მხარეზე ამოჭრილია მედალიონი "ბოლნური" ჯვრით. ტრაპეზის სამხრეთი მხარე შემკულია სტილიზებული მცენარეული ჩუქურთმით, ეკლესიის სამხრეთ შესასვლელზე მიდგმული გვიანდელი ორ სართულიანი  სამრეკლო ამოყვანილია ბრტყელი "ქართული" აგურით რიყის ქვასთან შერევით. დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმლები შეისრულთაღიანია.
                                არჩილის მონასტერი
სოფელ სიონთგორის სამხრეთ-დასავლეთით, მაღლობზე, მდებარეობს არჩილის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შედგება 2 ეკლესიისაგან, კოშკისგან, მარნისგან და საცხოვრებელი სათავსოსგან. წერილობით წყაროში და ზოგირთ გამოკვლევებში ეს მონასთერია მოხსენიებულია შემდეგი სახელწოდებით: ნადოკრა, ნოდოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი.
      პირველი ეკლესია დარბაზულია მოპირკეტებულია შირიმის კვადრებით. ტრაპეზის შირიმის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნის ქართლის მეფის არჩილ II ( 719- 745 წ.წ.) საფლავად, რომელიც აწამეს არაბებმა. ისტორიული წყაროებიდან გამომდინარე მას მიეწერება ამ ეკლესიის აშენება.  განვითარებულ  შუა საუკუნეებში ეკლესიის  ჩრდილო - აღმოსავლეთით კუთხესთან აუგიათ  მეორე  ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი  თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ - დასავლეთ კუთხით თავდაპირველი  ეკლესიის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. . ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სწორკუთხა V სართულიანი კოშკი აგებულია გვიანშუა საუკუნეებში. დასავლეთი კედლით მიდგმულია პირველი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე, ხოლო ჩრდილოეთით მეორე ეკლესიაზე. კოშკში შესასვლელი პირველ სართულზეა სამხრეთ მხრიდან, ხოლო ზედა სართულებში ვიწრო ასასვლელი დატანებულია აღმოსავლეთ კედელში. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, ხოლო აღმოსავლეთით - ერთი სწორკუთხა სარკმელია. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია: ორ-ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა, ხოლო თითო - თითო აღმოსავლეთითაა და დასავლეთით. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია. დანარჩენ კედლებში კი - თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპებითაა შექმნილი. მარანი მდებარეობს ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, II ეკლესიიდან 10 მ მანძილზე. ნაგებია რიყის ქვით. შედგება ორი თანაბარი ფართობისა (დაახლოებით 42-44 კვ. მ) და ერთმანეთთან დაკავშირებული სწორკუთხა ოთახისგან. მათგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე, საწნახელია, ხოლო მეორე - ღვინის საცავი (შემორჩენილია რვა ქვევრი). საწნახელს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ღვინის საცავი გეგმით კვადრატულია , გადახურულია გუმბათოვანი კამარით. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს პირველი ეკლესიის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც შემორჩენილ საძირკველზეა აღდგენილი. არჩილის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეინიშნება გალავნის ნაშთევი.
        არჩილის მამთა მონასტერს რამდენიმე წლის წიმ ჩაუტარდა რესტავრაცია და დღეს ის მოქმედი ეკლესიაა.
        4 ივლისს არის არჩილ მეფის ხსენების დღეს.