ერწო-თიანეთის მოკლე ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება
ისტორიული კუთხე ერწო-თიანეთი მდებარეობს ივრის ხეობის ზემო წელზე და თანამედროვე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ეკუთვნის მცხეთა-თიანეთის რეგიონს. მისი ფართობია 906 კვ.კმ. მოსახლეობის რაოდენობა14000 კაცი .
მდ. ივრის ზემო წელი მიეკუთვნება აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიანეთს და შემოფარგლულია: ჩრდილოეთიდან-თიანეთის, დასავლეთიდან-ქართლის, აღმოსავლეთიდან-კახეთისა და ცივ გომბორის ხოლო სამხრეთიდან კოტმანის ქედებით.
თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება დუშეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ახმეტის ხოლო სამხრეთიდან-მცხეთის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები.
ერწო-თიანეთს აქვს საშუალო და მაღალ მთიანი რელიეფი. მას მხოლოდ სამხრეთ ნაწილში უკავიათ ვაკეების მცირე ფართობები ესენია: თიანეთის, სიონის და ერწოს ქვაბულები, რომლებიც დაკავშირებული არიან იორის (ლელოვან-ჯიხოს) ვიწრობით. ერწოსა და თიანეთის ქვაბულების ძირები ალუვიურ ვაკეებს წარმოადგენენ და მდებარეობენ საშუალოდ ზ.დ. 1100 მ სიმაღლეზე. თიანეთის ქვაბულის სიგრძეა 12 კმ ხოლო სიგანე 4-5 კმ.
სიონის ქვაბული წარმოადგენს ივრის ხეობის გაფართოებას, რომელიც გაჭიმულია სიგრძივად სს. საყარაულოსა და სიონს შორის მისი სიგრძეა 4.5 კმ სიგანე აღწევს 0.7-1.3 კმ. ამჟამ ქვაბულში შექმნილია ვრცელი ხელოვნური წყალსაცავი "სიონის ზღვის სახელწოდებით". სიონი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მაღალმა მდებარეობამ (ზდ) 1000 მ და სწორედ ამ წყალსაცავმა აქცია
სიონს დაბლა, მდ. იორი იორს მარჯვენა მხრიდან აკრავს განედი მიმართულების ერწოს ტაფობი, იგი გაყოფილია მდ. აძეძით. ტაფობის სიგრძე ჩრდილო-დასავლეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აღწევს 10 კილომეტრს ხოლო სიგანე--6 კილომეტრს. ერწოს ვაკე გარშემორტყმულია 1200-1600 მეტრი სიმაღლის მთებით ესენია: ბოკორის წვერი, კუნტას სერი, საბადური, სათიბი, იკვლივი, ხინჩები და საყდრიონი.
თიანეთის რაიონის მთავარი მდინარეა იორი., რომელიც სათავე სიღებს მთა ბორბალოდან, მისი შენაკადებია: ხაშრულა, ქუსნო, აძეძი და სხვა. ისინი საზრდოობენ მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ამ რაონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით.
საქართველოს ნიადაგურ-გეოგრაფიოლი დარაიონების მიხედვით მდინარე ივრის ზემო წელის აუზი ხასიათდება მრავალფეროვნებით. გვხვდება ტყის ყავისფერი და ყომრალი, მდელო შავმიწისებრი და მთა-მდელოს ნიადაგები.
მცენარეულობა წარმოდეგენილია თითქმის ყველა ფორმაციით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის. გვხვდება: წიფლნარის,მუხნარის, ცხილნარისა და სუბალპური ტყეები, აგრეთვე სუბალპური და ალპური მდელოები, რაც ულამაზეს ბუნებას ქმნის.
მდინარე ივრის ზემო წელის აუზში ძირითადად გვხვდება არალითონური სასარგებლო წიაღისეული.
აღნიშნული რაიონის ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეუწყო მეცხოველეობის და მიწათმოქმედების განვითარებას.
No comments:
Post a Comment