Friday, May 18, 2012

           საყდრიონის წმ.გიორგის ეკლესია


        სოფელ საყდრიონის ცენტრში მდებარეობს ადრე-შუა საუკუნეების წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია. იმ დროს თურმე აქ იყო გაუვალი ტყე, სადაც დიდი რაოდენობით იყო ირმის ჯოგი, რომლებიც ამ წმინდა ადგილას იყრიდნენ თავს. გადმოცემის მიხედვით ეკლესია ნაშენებია ირმის რძით მოზელილი თიხით.
      საყდრიონის წმ. გიორგის ეკლესია შედგება სხვადასხვა დროს აგებული 3 ნაგებობისგან. შუა დაბალი შენობა  V-VI საუკუნეების დროინდელია. მას მიშენებული აქვს გვიან შუა საუკუნეებში დარბაზული ეკლესია, ხოლო XVI საუკუნეში -- ორ სართულიანი სამრეკლო. ადრე შუა საუკუნეების აშენებულ სამხრეთ შჶსასვლელის თაღში მოთავსებულია ჯვრის მცირე გამოსახულება გატოტვილი ბოლოებით. აბსიდში, ტრაპეზის ქვის დასავლეთ მხარეზე ამოჭრილია მედალიონი "ბოლნური" ჯვრით. ტრაპეზის სამხრეთი მხარე შემკულია სტილიზებული მცენარეული ჩუქურთმით, ეკლესიის სამხრეთ შესასვლელზე მიდგმული გვიანდელი ორ სართულიანი  სამრეკლო ამოყვანილია ბრტყელი "ქართული" აგურით რიყის ქვასთან შერევით. დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმლები შეისრულთაღიანია.

No comments:

Post a Comment