ბოჭორმა
სოფელ ბოჭორმის ტყით დაფარულ მაღალ მთაზე აგებულია ბოჭორმის ციხე. ეს ციხე გამოირჩევა თავისი ბუმბერაზობით, გეოგრაფიული მდებარეობით და ნაგეებობათა სიდიადით.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, იგი ქართლის მეფე ქართლოსის ცოლს აუგია და იმ დროისათვის, როგორც ყველაზე უფრო ძლიერ მაგარი ციხისათვის, მასვე მისთვის " დედა ციხე" შეურქმევია. ვახუშტის მიერ მოწოდებული ეს ცნობა რამდენად სარწმუნოა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ განვითარებულ ფეოდალურ ხანაში ეს ციხე-სიმაგრე მრავალ ციხე-სიმაგრეთა შორის ერთ-ერთი უძლიერესი ციხე ნაგებობა იყო. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ, როცა არაბებმა უჯარმის ციხის დაცემით შეშინებულმა ბოჭორმის მეციხოვნეებმა დატოვეს უბრძოლველად. არაბებს უბრძოლვველად მიტოვებული ციხე რომ უნახავთ , გაკვირვებიათ და უთქვამთ: "უჯარმა ამასთან ბაკი ყოფილაო", იქ ბრძოლა გაგვიმართეს ამათ კი უბრძოლველად დატოვეს ესოდენ ძლიერი ციხეო. ბოჭორმის ციხის აგება დათარიღებულია X საუკუნით. ბოჭორმის ციხეში არის იმ დროისათვის დამახასიათებელი შესანიშნავი სტილის წმინდა გიორგის ეკლესია.ეკლესია გეგმით ექვსაბსიდიანია, ცენტრალური გუმბათით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია შირიმი და ქვიშა ქვა. წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია X-XI საუკუნეებით, შემორჩენილია XI-XII საუკუნის მოხატულობა.
No comments:
Post a Comment