Thursday, May 24, 2012

                                           ტური 


დროის დეფიციტის გამო ვერ მოახერხეთ შორს წასვლა და დასვენება?!  ჩვენ გთავაზობთ 2 დღიან სათავგადასავლო ტურს ან ერთ დღიან ისტორიულ-კულტურულ ტურს. თბილისიდან არც თუ ისე შორს, სულ რაღაც 40 კილომეტრში თქვენთვის უცნობ მაგრამ ულამაზეს მხარეში. თქვენ აქ ნახავთ არამარტო ლამაზ ბუნებას არამედ გაეცნობით ადრე, შუა და გვიან შუა საუკუნეების ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ ძეგლებს. ამ მიწაზე განისვენებს ნაწამები არჩილ მეფის ცხედარი, რომელიც მისივე სახელობის ტაძარშია დაკრძალული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა უნდა მოინახულოს მისი სამარხი და ანთებული სანთლით პატივი მიაგოს მის უკვდავ ხსოვნას.
      ჩვენ გათვლილი გვაქვს ორ დღიანი სათავგადასავლო ტური კარვებში ღამის გათევით, ამიტომ არ არის საჭირო სატუმროში დაბინავება. დაინტერესებულ პირებს კი მივაწვდით ინფორმაციას, რომ დაბა სიონსი ფუნქციონირებს სასტუმრო "სიონი" და საოჯახო სასტუმროები.
      კვების ობიექტები: დაბა სიონსი არის კაფეები, სახაჭაპურე, სახინკლე, რესტორანი, თონე. სოფელ ორხევში სასადილო უგემრიელესი ტრადიციული კერძებით. სხვა სოფლებში ფუნქციონირებს სუპერმარკეტები.
        მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილება, დაბა სიონში ზაფხულის სეზონზე მუდმივად იმყოფება პოლიციის 2 თანამშრომელი, სხვა სოფლებში კი პოლიციის მიერ შემოვლითი შემოწმებები ხდება. ერწოს ტერიტორიაზე სოფელ ხევსურთსოფელში არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი, შესაბამისად ფუნქციონირებს ოთხი ადგილობრივი სამედიცინო ამბულატორია: ღულელების, ნაქალაქარ-ხევსურთსოფლის, სიონის და სიმონიანთხევის.
      საკომუნიკაციო საშუალებები: შესაძლებელია ინტერნეტის (მოდემით) და ნებისმიერ ქსელში ჩართული მობილური ტელეფონის გამოყენება.
      ელექტრო გაყვანილობით უზრუნველყოფილია ყველა სოფელი. დაბა სიონში არის ღამის განათება სადაც მუშაობს ჰესი.
       ტრანსპორტი: ქალაქ თბილისის დიდუბისა და სამგორის ავტოსადგურებიდან გამოდიან მიკრო ავტობუსები სიონის მიმართულებით ( ზაფხულში ყოველ 2 საათში) (  მგზავრობის ღირებულება 5 ლარი)
       
     ჩვენ დავწერეთ 2 განსხვავებული ტური: სათავგადასავლო და ისტორიულ-კულტურული

                               2 დღიანი სათავგადასავლო ტური თბილისი-ერწო-ჟალეთი-თბილისი

                დღე I
     
8:00 სთ -გასვლა თბილისიდან - ცხვარიჭამიის გზით
10:00 სთ- არჩილის მონასტერი
11:30 სთ -გორშევარდენი
12:30 სთ- ჟალეთი
14:30 სთ- კვება
15:30 სთ - სოფელ საყდრიონის ეკლესია და მისი შემოგარენი
17:30 სთ-  დაბანაკება ივრის პირზე
20:00 სთ- კვება ( სოფელ ორხევის სასადილოში, სადაც სურვილის შემთხვევაში მონაწილეობას მიიღებენ  ტრადიციულ კერძების მომზადებაში) .
22:00 სთ- კოცონთან მოეწყობა ფოლკლორული საღამო   


                   დღე  II

9:00 სთ - გასვლა დაბა სიონის მომართულებით
9:30 სთ - საუზმე სიონის კაფეში
10:30 სთ - თავისუფალი დრო
14:00 სთ - გასვლა სიონიდან
15:30 სთ - ბოჭორმის ციხე
16:30 სთ - შეხვედრა ადგილობრივ ეთნიკურ ოსებთან, მათი ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა დაგემოვნება
19:30 სთ - გასვლა თბილისის მიმართულებიტ გომბორის გზით



        ბიუჯეტი


ტრანსპორტი ( მიკროავტობუსი)----- 200 ლარი
კარვები  და  საძილე  ტომრები ( ქირაობა ) -----60 ლარი
მშრალი საკვები----- 40 ლარი  ( ერთჯერადი ჭურჭელი 10  ლარი)
კვება (ადგილობრივ სასადილოში)---- 70 ლარი
საუზმე კაფეში--- 50 ლარი
გიდის მომსახურება ------  40 ლარი
ჯამი---- 470 ლარი
კაცი-----47 ლარი.








                                                ისტორიულ-კულტურული ტური თბილისი-ერწო-ჟალეთი-თბილისი


9:00 სთ- გასვლა თბილისიდან გომბორის მიმართულებით
11:30 სთ -  ბოჭორმის ციხე
13:30 სთ - სოფელ საყდრიონის ეკლესია
15:00 სთ - არჩილის მონასტერი
16:00 სთ - კვება ბუნებაში
17:30 სთ - გორშევარდენი
18:30 სთ - ჟალეთი
19:30 სთ - გასვლა თიანეთის მიმართულებით




                                           ბიუჯეტი


მგზავრობა (მიკროავტობუსი) ------- 150  ლარი
კვება----- 50 ლარი ( ერთჯერადი ჭურჭელი 4 ლარი)
გიდი---- 30 ლარი
ჯამი-----234 ლარი
კაცი--- 23.4 ლარი

No comments:

Post a Comment