Friday, May 18, 2012

                                არჩილის მონასტერი
სოფელ სიონთგორის სამხრეთ-დასავლეთით, მაღლობზე, მდებარეობს არჩილის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შედგება 2 ეკლესიისაგან, კოშკისგან, მარნისგან და საცხოვრებელი სათავსოსგან. წერილობით წყაროში და ზოგირთ გამოკვლევებში ეს მონასთერია მოხსენიებულია შემდეგი სახელწოდებით: ნადოკრა, ნოდოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნოტკორა, არჩილის მონასტერი.
      პირველი ეკლესია დარბაზულია მოპირკეტებულია შირიმის კვადრებით. ტრაპეზის შირიმის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია VIII საუკუნის ქართლის მეფის არჩილ II ( 719- 745 წ.წ.) საფლავად, რომელიც აწამეს არაბებმა. ისტორიული წყაროებიდან გამომდინარე მას მიეწერება ამ ეკლესიის აშენება.  განვითარებულ  შუა საუკუნეებში ეკლესიის  ჩრდილო - აღმოსავლეთით კუთხესთან აუგიათ  მეორე  ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი  თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ - დასავლეთ კუთხით თავდაპირველი  ეკლესიის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. . ეკლესია დარბაზული ტიპისაა. სწორკუთხა V სართულიანი კოშკი აგებულია გვიანშუა საუკუნეებში. დასავლეთი კედლით მიდგმულია პირველი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე, ხოლო ჩრდილოეთით მეორე ეკლესიაზე. კოშკში შესასვლელი პირველ სართულზეა სამხრეთ მხრიდან, ხოლო ზედა სართულებში ვიწრო ასასვლელი დატანებულია აღმოსავლეთ კედელში. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, ხოლო აღმოსავლეთით - ერთი სწორკუთხა სარკმელია. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია: ორ-ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა, ხოლო თითო - თითო აღმოსავლეთითაა და დასავლეთით. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია. დანარჩენ კედლებში კი - თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპებითაა შექმნილი. მარანი მდებარეობს ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, II ეკლესიიდან 10 მ მანძილზე. ნაგებია რიყის ქვით. შედგება ორი თანაბარი ფართობისა (დაახლოებით 42-44 კვ. მ) და ერთმანეთთან დაკავშირებული სწორკუთხა ოთახისგან. მათგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე, საწნახელია, ხოლო მეორე - ღვინის საცავი (შემორჩენილია რვა ქვევრი). საწნახელს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. ღვინის საცავი გეგმით კვადრატულია , გადახურულია გუმბათოვანი კამარით. საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს პირველი ეკლესიის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც შემორჩენილ საძირკველზეა აღდგენილი. არჩილის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეინიშნება გალავნის ნაშთევი.
        არჩილის მამთა მონასტერს რამდენიმე წლის წიმ ჩაუტარდა რესტავრაცია და დღეს ის მოქმედი ეკლესიაა.
        4 ივლისს არის არჩილ მეფის ხსენების დღეს.

No comments:

Post a Comment