თქმულებები
თურმე ერწოს ტერიტორია დაფარული იყო წყლით, სადაც ცხოვრობდა გველეშაპი. ღვთის შვილებს ჰყავდათ ხარი, რომელიც ადიოდა გორშავარდნის მთაზე და კიოდა , ამ დროს ამოდიოდა გველეშაპი და იბრძოდნენ და ხარი და გველეშაპი. ერთ დღეს უჯობნია ხარისთვის გველეშაპს. ღვთის შვილებს ალმასები შეუბიათ რქებზე ხარითვის, ასულა ხარი გორშავარდნის მთაზე და გველეშაპი დაუმარცხებია. გველეშაპი გაქცეულა სოფელ ნაქალაქის მხარეს, გაუნგრევია ჯებირი საიდანაც გავიდა წყალი და ეს ტერიტორია გაიწმინდა წყლისგან.
ამის შემდეგ დასახლებულა აქ ხალხი, როდესაც უკვე მრავალი სოფელი გაშენდა მტერი შემოსევია და მთლიანად გადაუწვიათ ყველა სოფლელი. გადამწვარა მთელი ერი, მას შემდეგ დაერქვა ამ ტერიტორიას ერწო ანუ ერი-იწო.
ლომისა ყოფილა ღვთის შვილი ( წმინდანი), რომელსაც აუშენებია პატარა ეკლესია. ამ ადგის მტერი შემოსევია და გადაუწვამ ეს სოფლები,მაგრამ მომხდარა სასწაული, ლომისა ცეცხლიდან ამომხტარა და გადარჩენილა. თათრებს დაუჭერიათ იგი და თავის ქვეყანაში წაუყვანიათ. იმ წელს დაწყებულა მოუსავლიანობა და მრავალი უბედურება დასტეხია იმ ქვეყანას. შეწუხებული ხალხი მკითხავთან მისულა და თავისი უბედურების მიზეზი უკითხავთ. მკითხავს უთქვამს, რომ თქვენს ქვეყანაში ტყვედ ღვთის შვილი გყავთ, ისევ უკან წაიყვანეთ თავის ქვეყანაში და თან ერთი კურატიც გააყოლეთო, ამის შემდეგ თქვენი ქვეყანა დამშვიდდებაო. ხალხმა ლომისა თავის ქვეყანაში წამოიყვანეს და თან კურატი გამოაყოლეს. ყველა იმ ადგილს, სადაც ეს კურატი დაისვენებდა ნიში ან ეკლესია იქნა აგებული შემდგომში. ერწოში საკმაოდ მრავლადაა ასეთი ადგილები ( სოფელ საყდრიონში, ვეძათხევა და ა.შ.).
No comments:
Post a Comment