ტოპონიმი
ერწოს ქვაბულის სახელწოდების წარმოქმნის შესახებ მრავალი აზრია გამოთქმული დაინტერესებულ მკვლევართა მიერ. მათ შორის საინტერესოდ ჩავთვალეთ გ. ბედოშვილის მოსაზრება. მისი თქმით, ერწოს ადგილობრივ მოსახლეობაში ყოფილა გავრცელებული ხალხური ეტიმოლოგია, რომლის მიხედვითაც ერწო "რწება", "ერწევა" ზმანურ პორმებს უკავსირდება: ამ ადგილას წინათ დიდი ტბა მდგარა, მის ნაპირებზე მაღალი ჩალა იზრდებოდა და ქარი რომ დაუბერავდა, სულ ერთნაირად ერწეოდა.
თ. პატურაშვილს მიაჩნია, რომ ამ ქვაბულს სახელწოდება მიღებული აქვს, არა მარტო იმის გამო, რომ აქ ქარი ჭაობის მაღალ მცენარეებს არწევდა, არამედ იმის გამოც, რომ მის დაჭაობებულ სანაპიროებზე და ყველგან, სადამდისაც ადამიანს თუ ცხოველს მისვლა შეეძლოთ , ეს ადგილები რბილი და მოძრავი იყო, რის გამოც, ტერფებს ქვეშ მიწა ირწეოდა და ძირითადად ამან განაპირობა ამ ქვაბულისათვის სახელწოდება "ერწო" მინიჭება.
სახელწოდება "ჟალეთი" ქრისტიანული რელიგიის წიაღიდან არის წარმოქმნილი. ჟალეთი იგივე ჩელეთი, ვახტანგ გორგასალს მოხსენიებული აქვს, როგორც ედემი. ედემი კი ვიცით, რომ სამოთხის სინონიმია.
ჟალეთი სულხან-საბას ლექსიკონის განმარტებით ნიშნავს შავ-მოწითალო ფერს, ე.ი მკრთალად განათებად ფერს; მარტივად რომ ვთქვათ ისეთ ფერს, რომლითაც განათებულია ედემი. "ჟალ" ტოპონიმის ძირი ფერის აღმნიშვნელი სიტყვაა, მას დაერთვის გეოგრაფიული ადგილის "ეთ" მწარმოებელი ნაწილაკი და მიიღება ტოპონიმი " ჟალეთი"
No comments:
Post a Comment